|
2006 წლის ემისიის 1 ლარის ნომინალის მონეტა
1.41
ერთი ლარი მოჭრის თარიღი - 2006 წელი. წონა: 7,8 გრ. დიამეტრი: 26,2 მმ. შემადგენლობა: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი.
მონეტების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის ავერსი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია საქარტველოს სახელმწიფო გერბი, ზედა მარცხენა მხარეს - წარწერა „საქართველო", ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს - მონეტის მოჭრის თარიღი „2006".
რევერსი: მონეტის რევერსი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „1" და წარწერა „ლარი". მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის ანალოგი - ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო Georgia" და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.