|
2006 წლის ემისიის 2 ლარის ნომინალის მონეტა
2.42
ორი ლარი მოჭრის თარიღი - 2006 წელი. წონა: 8 გრ. დიამეტრი: 27.0 მმ. შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძი-ალუმინი-ნიკელი-ოქროსფერი. გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი.
მონეტების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველო" და მონეტის მოჭრის თარიღი - „2006".
რევერსი: გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2" და წარწერა "ლარი". ვერცხლისფერი ზედაპირი ორიგინალური დაღარვითაა შესრულებული და წარმოადგენს მზის სხივის ცენტრიდანულ სიმბოლურ გამოსახულებას. მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის ანალოგი - ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.