|
1000 ლარის ნომინალის ოქროს საინვესტიციო მონეტა
0
ნომინალი: 1000 ლარი წონა უნციებში: 10 წონა გრამებში: 311 შემადგენლობა: ÀU 999,9 დიამეტრი: 60 მმ გამოშვების წელი: 2006 (რემინტი 2022) დიზაინერი: მამუკა გონგაძე ზარაფხანა: ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანა
სარეალიზაციო მარაგი ამ ეტაპზე ამოწურულია.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით 2006 წელს ავსტრიის სახელმწიფო ზარაფხანაში "ოქროს საწმისის" გამოსახულებით პირველი ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტები მოიჭრა. გამოშვებულია ექვსი სხვადასხვა ზომისა და წონის საინვეტიციო მონეტები.ყველაზე მცირე იწონის 3.1 გრამს, ყველაზე დიდი კი 311 გრამს.
მონეტების დამზადება ხდება პერიოდულად, მათზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. სწორედ ამ მიზნით:
2009 წელს, ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა 3.1 და 7.7 გრამიანი საინვესტიციო მონეტები.
2015 წელს, პოლონეთის ზარაფხანაში - "MENICA POLSKA" მოიჭრა 31.1 , 155.5 და 311 გრამიანი საინვესტიციო მონეტები.
2019 წელს, ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა 3.1, 7.7, 31.1 და 311 გრამიანი საინვესტიციო მონეტები.
2022 წელს, ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში მოიჭრა 3.1, 7.7, 31.1, 155.5 და 311 გრამიანი საინვესტიციო მონეტები.