სიახლე 
2021-11-16 16:13:39
დავით აღმაშენებლის მონეტის რეალიზაცია დღეს, 16 ნოემბერს აღარ განხორციელდება. მონეტების გაყიდვის დროისა და ფორმის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება წინასწარ. შეგახსენებთ, რომ ვებგვერდის ტექნიკური პრობლემის გამო, "საქართველოს მეფეების სერიიდან“ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია შეჩერებულია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე არცერთი მონეტა არ გაყიდულა. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის!