საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
მაღაზია პროდუქციის კატალოგი მონეტები
უკან დაბრუნება
"ბაკურიანი 2025“ ვერცხლის საკოლექციო მონეტა

პროდუქტი მიუწვდომელია ან ლიმიტი ამოიწურა
პროდუქტის დამატება შეუძლებელია
გაიარეთ ავტორიზაცია

"ბაკურიანი 2025“ ვერცხლის საკოლექციო მონეტა

110.00 ₾
მარაგშია
1

კალათაში დამატება

110.00 ₾

კალათაში დამატება

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა, რომელსაც 2025 წელს ბაკურიანი მასპინძლობს. ბაკურიანში შეჯიბრი ზამთრის სპორტის 8 ოლიმპიურ სახეობაში იმართება, სადაც ევროპის 48 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლის სტატუსს და განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და სპორტის განვითარებაში. აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენას საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მიუძღვნა. მონეტის დიზაინის ესკიზიბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

ავერსი: გამოსახულია მოთხილამურის გამოსახულება და ნომინალის დასახელება „5 ლარი“ (ფერადი დეტალები) დათოვლილი მთის ფონზე. კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ და „ბაკურიანი 2025“, ერთმანეთისგან გამოყოფილი ფიფქებით. 

რევერსი: გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო“, “Georgia”, რომელთა შორის დატანილია ფიფქები.

მეტის ნახვა

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გრ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო:გლუვი
ხარისხი:პრუფი
გამოშვების წელი: 2025
ტირაჟი: 5 000
დიზაინერი:

"ბაკურიანი 2025" საორგანიზაციო კომიტეტი 

შეფუთვა: კაფსულა და კოლოფი
ზარაფხანა:
პოლონეთის ზარაფხანა