საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ხშირად დასმული კითხვები

faq plus sign faq minus sign

როგორ შემიძლია პროდუქციის ღირებულების გადახდა?

საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულით, ან უნაღდო ანგარიშსწორებით (პლასტიკური ბარათით (Visa/MasterCard ან სებ-ის ანგარიშზე გადმორიცხვით)  ;

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენის შემთხვევაში გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათით (Visa/MasterCard/American Express).

*შენიშვნა- გადმორიცხვით შეძენის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ დაკავშირება ტელეფონის 2 406 406 ან ელ ფოსტის infomoneymuseum@nbg.gov.ge მეშვეობით.

faq plus sign faq minus sign

შემიძლია თუ არა, ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის ფასი გადავიხადო კურიერთან ან გადმოვრიცხო საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე?

ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის ფასის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეკვეთის რეგისტრაციის დასრულებისას.

faq plus sign faq minus sign

რომელი პლასტიკური ბარათის გამოყენებით შემიძლია პროდუქციის ფასის გადახდა?

· საკასო ცენტრში პროდუქციის ფასის  გადახდის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი Visa/MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები;

· ინტერნეტ მაღაზიაში შესაზლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი Visa/MasterCard/American Express სისტემების საგადახდო ბარათები.

faq plus sign faq minus sign

შემიძლია თუ არა პროდუქციის ფასის გადახდა უცხოური ბარათით?

·   საკასო ცენტრში შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყანაში გამოშვებული Visa/MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები;

· ინტერნეტ მაღაზიაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყანაში გამოშვებული Visa/MasterCard/American Express სისტემების საგადახდო ბარათები.

faq plus sign faq minus sign

ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, რამდენ ხანში მოხდება თანხის უკან დაბრუნება?

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი 5 დღის ვადაში დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა მისი ჩამოჭრა.