საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ხშირად დასმული კითხვები

faq plus sign faq minus sign

პროდუქციის ფასს ემატება თუ არა რაიმე თანხა?

·  საკასო ცენტრში შეძენისას პროდუქციის ფასს  არაფერი ემატება;

· ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის ფასს  ემატება დაზღვევისა (შეძენილი პროდუქციის ღირებულების 0.4%) და მიწოდების თანხა (თბილისის ტერიტორიაზე 7 ლარის, ხოლო თბილისის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე 20 ლარის ოდენობით).

faq plus sign faq minus sign

პროდუქციის ფასი მოიცავს თუ არა გადასახადებს?

საქართველოს ეროვნული ბანკი გათავისუფლებულია გადასახადებისაგან, აქედან გამომდინარე სარეალიზაციო პროდუქციის ფასი არ მოიცავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

faq plus sign faq minus sign

მოქმედებს თუ არა რაოდენობაზე შეზღუდვა პროდუქციის შეძენისას?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაძლოა, გარკვეული პერიოდით, კონკრეტული პროდუქციის რაოდენობაზე დაწესებული იყოს შეზღუდვა თითო მომხმარებლისთვის, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე. სხვა შემთხვევაში, პროდუქციის სარეალიზაციო მარაგის ფარგლებში პროდუქციის რაოდენობა მომხმარებლისთვის არ არის შეზღუდული.

*შენიშვნა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინერნეტ მაღაზიის მეშვეობით ერთჯერადი შეკვეთის თანხა ლიმიტირებულია და თითო შეკვეთაში შესაძლებელია 5000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის განთავსება.