საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ხშირად დასმული კითხვები

faq plus sign faq minus sign

შესაძლებელი არის თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკში შეძენილი პროდუქციის მიწოდება სასურველ მისამართზე?

მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქალაქების მისამართებზე.

faq plus sign faq minus sign

შესაძლებელი არის თუ არა ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული სარეალიზაციო პროდუქციის მიწოდება საზღვარგარეთ?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

faq plus sign faq minus sign

ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის ფასს ემატება თუ არა მიწოდების საფასური?

ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის ფასს ემატება დაზღვევისა (შეძენილი პროდუქციის ფასის 0.4%) და მიწოდების თანხა (თბილისის ტერიტორიაზე 7 ლარის, ხოლო თბილისის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე 20 ლარის ოდენობით).

პირობებისა და გადაზიდვის ტარიფების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე "მიწოდების პირობები" https://moneymuseum.nbg.gov.ge/terms-and-conditions  

faq plus sign faq minus sign

შესაძლებელი არის თუ არა ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებულ შეკვეთაში მითითებული მისამართის ცვლილება?

ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე. შეკვეთის დასრულების შემდეგ მისამართის ცვლილება დაუშვებელია.

faq plus sign faq minus sign

შესაძლებელი არის თუ არა ერთ ჯერზე პროდუქციის ცალ-ცალკე რამოდენიმე შეკვეთის განთავსებით ყიდვა?

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას ცალ-ცალკე, რამდენიმე შეკვეთად განათავსებთ,  მომხმარებელს მოუწევს თითოეულ შეკვეთაზე მიწოდებისა და დაზღვევის თანხის ცალ-ცალკე გადახდა.მიწოდების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თითოეული შეკვეთის დასრულება ხორციელდება ცალ-ცალკე, რაც გულისხმობს გადამზიდავი კომპანიისთვის თითოეული შეკვეთის ინდივიდუალურ გზავნილად დარეგისტრირებას.

faq plus sign faq minus sign

რა ხდება მომხმარებლის მიერ ინტერნეტ მაღაზიის შეკვეთაში მითითებულ მისამართზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ ყოფნის შემთხვევაში?

მომხმარებლის მისამართზე არ ყოფნის შემთხვევაში, პროდუქციის ჩაბარება შესაძლებელია, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირისათვის, რომელმაც თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიზეზით დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება პროდუქციის ჩაბარება, ეროვნული ბანკი აუქმებს  მიღებულ შეკვეთას, მომხმარებელს უბრუნდება პროდუქციის შეძენისას გადახდილი  თანხა, ხოლო ამ ქმედებებით გამოწვეული ყველა ხარჯის (მიწოდება, დაზვევა, ბანკის საკომისიო) ანაზღაურება მთლიანად დაეკისრება მომხმარებელს, რომელიც განხორციელდება საბარათე ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხიდან.

faq plus sign faq minus sign

შესაძლებელი არის თუ არა მომხმარებელმა თავად მიაკითხოს შეკვეთას საკასო ცენტრში?

ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთის საკასო ცენტრიდან გატანა ხდება მხოლოდ გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლის მიერ იმავე ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

faq plus sign faq minus sign

რა ხდება, თუ გადამზიდავმა კომპანიამ თავისი მიზეზით ვერ მოახერხა დადგენილ ვადებში შეკვეთის მოწოდება?

თუ შეკვეთის ადგილზე მიტანა არ მოხდა გადამზიდავი კომპანიის მიერ დადგენილ ვადაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე ეროვნულ ბანკს. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქციის მიტანის დაგვიანების შემთხვევაში, მოითხოვოს არსებული შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება სრულად.

faq plus sign faq minus sign

არის თუ არა შესაძლებელი ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის მიწოდება დაჩქარებული წესით?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთისას მომხმარებლის მიერ შესაძლებელია სწრაფი მიწოდების სერვისის არჩევა. 12:00 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება იმავე დღეს, ხოლო 12:00 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.