საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ხშირად დასმული კითხვები

faq plus sign faq minus sign

სად არის შესაძლებელი პროდუქციის შეძენა?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარეალიზაციო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია:

· საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში - თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72
  (სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი10:00-17:00 ;  შესვენება 13:00-14:00);

· საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში - ყვარელი, რუსთაველის ქ. 10 (
სამუშაო საათები: ხუთშაბათი- ორშაბათი 10:00--17:00; შესვენება 13:00-14:00);

· ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით
https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=8


faq plus sign faq minus sign

როგორ ხდება ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობა?

ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისათვის საჭიროა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე (https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=8) რეგისტრაციის გავლა და რეგისტრაციისას თქვენს მიერ  მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ბმულის გააქტიურება.

faq plus sign faq minus sign

შემიძლია თუ არა ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით შეკვეთის განთავსება?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენა ხორციელდება მხოლოდ ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით.

faq plus sign faq minus sign

შემიძლია თუ არა ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შევიძინო პროდუქცია და საკასო ცენტრიდან თავად გავიტანო?

პროდუქციის სალაროდან გატანის შემთხვევაში თანხის გადახდა ხორციელდება უშუალოდ სალაროში  პროდუქციის გატანის დროს, ხოლო თანხის ინტერნეტ მაღაზიაში გადახდის შემთხვევაში,  სარგებლობთ მიწოდების მომსახურებით, რა დროსაც პროდუქციის მიწოდება, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ, ხდება შეკვეთაში მითითებულ მისამართზე.

faq plus sign faq minus sign

ინტერნეტ მაღაზიით რა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შემიძლია ერთჯერადად შეკვეთით?

ინტერნეტ მაღაზიით შეკვეთის ერთჯერადად განთავსებით შესაძლებელია ჯამში 5000 ლარამდე ღირებულების პროდუქტების შეძენა.

faq plus sign faq minus sign

შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკში შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება?

საქართველოს ეროვნულ ბანკში შეძენილი საკოლექციო ან საინვესტიციო დანიშნულების ბანკნოტების ან მონეტების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ნომინალური ღირებულებით.