ხშირად დასმული კითხვები
როგორ შემიძლია პროდუქციის ღირებულების გადახდა?
საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში
პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულით, ან უნაღდო ანგარიშსწორებით
(პლასტიკური ბარათით (Visa/MasterCard
ან სებ-ის ანგარიშზე გადმორიცხვით) ;
ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენის
შემთხვევაში გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათით (Visa/MasterCard/American Express).
*შენიშვნა- გადმორიცხვით შეძენის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ
დაკავშირება ტელეფონის 2
406 406 ან ელ ფოსტის info@moneymuseum.nbg.gov.ge მეშვეობით.
შემიძლია თუ არა, ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის ფასი გადავიხადო კურიერთან ან გადმოვრიცხო საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე?
ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის ფასის
გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე პლასტიკური ბარათის მეშვეობით
შეკვეთის რეგისტრაციის დასრულებისას.
რომელი პლასტიკური ბარათის გამოყენებით შემიძლია პროდუქციის ფასის გადახდა?
· საკასო ცენტრში პროდუქციის ფასის გადახდის მიზნით
შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი Visa/MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები;
·
ინტერნეტ მაღაზიაში შესაზლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი Visa/MasterCard/American
Express სისტემების საგადახდო ბარათები.
შემიძლია თუ არა პროდუქციის ფასის გადახდა უცხოური ბარათით?
· საკასო
ცენტრში შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც საქართველოში,
ასევე უცხო ქვეყანაში გამოშვებული Visa/MasterCard სისტემების საგადახდო
ბარათები;
· ინტერნეტ
მაღაზიაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც
საქართველოში, ასევე უცხო ქვეყანაში გამოშვებული Visa/MasterCard/American Express სისტემების საგადახდო
ბარათები.
ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, რამდენ ხანში მოხდება თანხის უკან დაბრუნება?
შეკვეთის
გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი 5 დღის ვადაში დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა მისი ჩამოჭრა.