ხშირად დასმული კითხვები
როგორ მოვიქცე, თუ შეკვეთის ჩაბარებისას აღმოვაჩინე, რომ პროდუქცია დაზიანებულია?
თუ მიმღები პირი, გადამზიდავი კომპანიის
წარმომადგენლის თანდასწრებით, გზავნილის გახსნისას აღმოაჩენს, რომ
პროდუქცია დაზიანებულია, უარს აცხადებს პროდუქციის ჩაბარებაზე და პროდუქციის მიუღებლობის
მიზეზის მოკლე შინაარსს უთითებს ზედდებულზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ გრაფაში,
რასაც ადასტურებს ხელმოწერით.,
პროდუქციის მიუღებლობის
შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავად შეამოწმებს დაბრუნებულ პროდუქციას და გონივრულ ვადაში,
აცნობებს მომხმარებელს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ.
იმ შემთხვევაში თუ:
ა) ეროვნული ბანკი დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ეროვნული ბანკი, მარაგში არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს იგივე დასახელების პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლზე. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაეკისრება განმეორებით მიწოდებისა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) ეროვნული ბანკი დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას,
ამასთანავე იგივე დასახელების პროდუქციის მარაგი ამოწურულია, ასეთ შემთხვევაში პროდუქციის
შეძენის ხარჯი, მათ შორის მის მიწოდებასა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, სრულად
დაუბრუნდება მომხმარებელს და სხვა ვალდებულება ეროვნულ ბანკს არ დაეკისრება;
გ) ეროვნული ბანკი არ დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თავად გაიტანოს პროდუქცია საკასო ცენტრიდან ექსპერტიზის შედეგის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სხვა შემთხვევაში მოხდება შეკვეთის გაუქმება, ხოლო პროდუქციის ადგილზე მიტანისა და დაზღვევის ხარჯების გადახდა დაეკისრება მომხმარებელს, რომლის ანაზღაურებაც განხორციელდება მომხმარებლის გადახდილი თანხიდან.
როგორ მოვიქცე, თუ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ უკვე მიღებული პროდუქცია დაზიანებულია?
თუ მიმღები
პირი პროდუქციას ჩაიბარებს გადამზიდავთან ერთად ვიზუალური დათვალიერების გარეშე, მოაწერს
ხელს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე და არ წამოაყენებს პრეტენზიას პროდუქციის დაზიანების
შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მიმღებმა პირმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული
პირობებით და სხვა ვალდებულება ეროვნულ ბანკს არ დაეკისრება.
როგორ მოვიქცე, თუ აღმოვაჩინე, რომ სებ-ის საკასო ცენტრში ან/და ყვარლის ფულის მუზეუმში შეძენილი პროდუქცია არ არის მისაღები?
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ან/და ყვარლის ფულის მუზეუმში პროდუქციის შეძენისას, ფასეულობა სალაროსთან უნდა იქნას შემოწმებული. სხვა შემთხვევაში პრეტენზიები პროდუქციასთან დაკავშირებით არ მიიღება.