|
ქართული ვაზისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა
60
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag925 წონა: 15.50 გრ დიამეტრი: 33.00 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი გამოშვების წელი: 2017 მონეტის დიზაინის ავტორი: ნინო გონგაძე მონეტა მოჭრილია იაპონიის ზარაფხანაში
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.
მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: "საქართველო", "2017", "GEORGIE" (ფრანგულ ენაზე ), "5 ლარი".
რევერსი: მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმარი იქნება.
მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო - "5 ₾", ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე – "LA GÉORGIE - PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX" – "საქართველო - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი".