|
"ბაგრატ III" საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
100
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 17 გრ დიამეტრი: 34 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი გამოშვების წელი: 2023 მოჭრის რაოდენობა: 4500 ცალი დიზაინერი: მარიამ ჩაჩანიძე, შორენა ჩაჩანიძე ზარაფხანა: პოლონეთის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
|
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ბაგრატ მესამეს ფიგურა ეკლესიის მოდელით ხელში, რომლის გამოსახულება შემორჩენილია ბედიის ტაძარში. მარცხენა ნაწილში გამოსახულია ბედიის ბარძიმი, რომელიც მეფე ბაგრატ მესამემ და მისმა დედამ გურანდუხტ დედოფალმა მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს შესწირეს (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი მოოქროვილია). მეფის სამოსზე გამოყენებულია XI ს-ის ქართული ქსოვილის ნიმუშები. ასევე, გამოსახულია ძვირფასი თვლები, ყველა თვალზე საჭედურებით. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ბაგრატ მესამე“ და მისი მეფობის წლები „975 – 1014“.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ბაგრატ მესამეს გვირგვინის გამოსახულება, რომელიც აღებულია ბედიის ტაძრის ფრესკიდან. რევერსზე დატანილია წელი „2023“, ხოლო წრიულად - წარწერები: „5 ლარი“, „საქართველო“, „GEORGIA”, რომელთა შორის გამოსახულია ბედიის ტაძრის ორნამენტები.