საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ისტორიის თარო

საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1919-1921


 

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,  საქართველოში დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის პროცესი.  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1918 წლის ბოლოდან დაიწყო მუშაობა სახელმწიფო ბანკის კანონპროექტსა და წესდებაზე, რომელიც 1919 წლის მაისში წარედგინა საქართველოს დამფუძნებელ კრებას განსახილველად. განიხილებოდა სახელმწიფო ბანკის მოწყობის სხვადასხვა მოდელი, საბოლოოდ შეირჩა შვედეთის სახელმწიფო ბანკის მოდელი.  1919 წლის 31 დეკემბერს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“.  ამ კანონის მიღებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბანკო და ფულად-საკრედიტო მიმართულების მარეგულირებელ ორგანოს. 1920 წლის მარტში მთავრობის წარდგინებით დამფუძნებელმა კრებამ აირჩია სახელმწიფო ბანკის საბჭო და მმართველად ცნობილი ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე. 1920 წლის 24 ივლის დაიწყო მუშაობა სახელმწიფო ბანკმა. 1920 წლის ოქტომბერში გაიხსნა სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება. 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სახელმწიფო ბანკმა გარდამავალ  პერიოდში 1921 წლის 1 სექტემბრამდე იმუშავა, შემდეგ კი  „საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ სახალხო ბანკად“ გადაკეთდა.

საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1919-1921