საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ისტორიის თარო

ქართული ფულის ისტორია 1921-1924.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, თუმცა ფორმალურად არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით. ოკუპაციის დღეებიდანვე ქვეყნის ახალმა მმართველობამ - „რევკომმა“- გადაწყვიტა ფულის ნიშნების ემისიის გაგრძელება, კერძოდ, მიმოქცევაში დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით გამოცემული 1000 და 5000-მანეთიანი ნომინალები. 

1922 წლის განმავლობაში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიმოქცევას დაამატა 10 000  მანეთის ნომინალის ბანკნოტი. 

  1922 წლის ბოლოს შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაცია, რომელიც აერთიანებდა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. 1923 წლის 10 იანვრიდან დაიწყო ამიერკავკასიის ფედერაციული ბონების ემისია. მიმოქცევაში 1923-1924 წლებში მიმოქცევაში გავიდა 17 სხვადასხვა ნომინალის მანეთი -  1000-დან 1 მილიარდის ჩათვლით. 1924 წლის ივლისიდან საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიაში შეწყდა ფულის ემისია და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციაში მიმოქცევაში დამკვიდრდა საბჭოთა ერთიანი მანეთი. 

 კატალოგში განხილულია 1921-1924 წლებში საქართველოს საბჭოთა და ამიერკავკასიის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკაში გამოშვებული ქაღალდის ფულის ნიშნები. 

ქართული ფულის ისტორია 1921-1924.