ლექცია შეეხება ქართული ეროვნული ვალუტის ლარის შექმნისა და დამზადების ისტორიას. სტუმარი ლექციაზე გაეცნობა 1991-1993 წლებში დიზაინის ისტორიას, 1993-1995 წლებში ლარის ბეჭდვასა და 1995 წლიდან დღემდე ლარის განახლებებს. ლექციის შემდეგ მსმენელებისათვის ჩატარდება მიმოხილვითი ტური ფულის მუზეუმში, სადაც გაეცნობიან უშუალოდ ლარის შექმნის დროს წარმოდგენილ საავტორო ესკიზებსა და ლარის ბეჭდვის დროს გამოყენებულ ორიგინალ მასალებს, ასევე ეროვნული ვალუტის ყველა ემისიის ბანკნოტის ნიმუშებს.