საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ოქტ 21, 2024

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ახალი პლატფორმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. სრულად განახლებული ფუნქციონალით, დიზაინითა და ფორმატით შექმნილი ვებგვერდი განახლებულ ინტერნეტ მაღაზიასაც მოიცავს.

ინტერნეტ მაღაზიის ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე - აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და  რაც მთავარია, საიტის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive),  მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS) და ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის, განსაკუთრებით კი საკოლექციო მონეტების მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, სულ უფრო მატულობს ინტერნეტ მაღაზიის ვიზიტორთა რაოდენობა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის გარდა, ახალი ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ ფულის მუზეუმის საექსპონატო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

ასევე, ახალი ვებგვერდი მომხმარებლებს აძლევს  შესაძლებლობას:

- გაეცნონ ნუმიზმატიკურ-ბონისტიკურ კატალოგს;

- ვირტუალური ტურის (3D) მეშვეობით დაათვალიერონ ფულის მუზეუმის სივრცე;

- წაიკითხონ ნუმიზმატიკა-ბონისტიკის სფეროში არსებული აკადემიური ნაშრომები, სტატიები  და სიახლეები;

- ჰქონდეთ წვდომა ფულის მუზეუმში ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ლექციების შესახებ ინფორმაციასთან;

- პირდაპირ ვებგვერდიდან დაგეგმონ ვიზიტი  ფულის მუზეუმში;

- გამოიწერონ მათთვის საინტერესო სიახლეები და გაეცნონ სფეროში დაგეგმილ პროექტებს;

- ახალი ვებგვერდის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის მიერ ბანკნოტების/მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსებში;

- ახალი პლატფორმის განახლებული ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია.

საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე - https://old.moneymuseum.nbg.gov.ge


 

სხვა სიახლეები

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

მაი 29, 2026

მეტის ნახვა

დეტალურად

მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნა

მაი 18, 2026

მეტის ნახვა

დეტალურად

16 მაისს ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროს მუშაობის შესახებ

16 მაისს ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროს მუშაობის შესახებ

მაი 15, 2026

მეტის ნახვა

დეტალურად