საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
ეროვნული ბანკი „ევრო 2024“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაციას იწყებს

ეროვნული ბანკი „ევრო 2024“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაციას იწყებს

მარ 24, 2025

26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაციას იწყებს. სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო - 1500-იანი, ხოლო ვერცხლი - 10 000-იანი ტირაჟით), ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის აღსანიშნავად გამოუშვა.

მონეტების დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა.

ვერცხლის მონეტის სარეალიზაციოფასია 130 ლარი,

ოქროს მონეტის სარეალიზაციოფასია 2200 ლარი;

ვერცხლის და ოქროს მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:

ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან


      - ელექტრონული პლატფორმა - tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში (26 და 27 მარტს);

       - საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.


ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:

      - ელექტრონული პლატფორმის - tkt.ge მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, იმავე დღის ბოლომდე;

       - საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.

 

2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც -  https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა,  თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება, შეიძინოს არაუმეტეს ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.


www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:

მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთვევაში 20 ლარი;

- დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%;

- ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - ვერცხლის მონეტისთვის - 10 ლარი, ხოლო ოქროს მონეტისთვის - 82 ლარი


თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება მონეტის ერთზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ერთზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

tkt.ge -ზე მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე  საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge , ტელ: 032 2 19 55 77.


საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00(შესვენება 13:00-14:00), ტელ: 032 2 406 406.

ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები - მიმდინარე კვირის 26 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით. ხოლო მომდევნო კვირიდან სტანდარტულ რეჟიმში ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00), ტელ: 032 2 296 604.

სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


დეტალური პირობების სანახავად გთხოვთ მიყვეთ ბმულს: https://moneymuseum.nbg.gov.ge/terms-and-conditions 

სხვა სიახლეები

„ევრო 2024“ საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით

„ევრო 2024“ საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით

მარ 28, 2025

მეტის ნახვა

დეტალურად

TKT.GE პლატფორმაზე შეძენილი "ევრო 2024" საკოლექციო მონეტის მიწოდების ვადა

TKT.GE პლატფორმაზე შეძენილი "ევრო 2024" საკოლექციო მონეტის მიწოდების ვადა

მარ 26, 2025

მეტის ნახვა

დეტალურად

TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია

TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია

მარ 25, 2025

მეტის ნახვა

დეტალურად