TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია
მარ 25, 2025
· მონეტების რეალიზაციის პროცესის დაწყებისთანავე, გააქტიურდება მოლოდინის რეჟიმი, ე.წ. „ონლაინ რიგი“. მოლოდინის რეჟიმში მყოფი მომხმარებელი შეიტყობს ინფორმაციას მომლოდინე მომხმარებლების რაოდენობის შესახებ და ყიდვის პროცესზე გადასვლის სავარაუდო დროს.
· მონეტის
შესაძენად, ვებგვერდზე უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები შემკვეთი პირის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი, მიწოდების ზუსტი მისამართი და განათავსოთ შეკვეთა;
· თანხის გადახდის შემდეგ, უშუალოდ შეკვეთის განთავსებისას მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) სახით მიღებული ინფორმაცია ნიშნავს შეკვეთის დასტურს.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ შეკვეთის დასტურის შესახებ
მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე შეტყობინება არ მოსულა, ეს ნიშნავს,
რომ თქვენი შეკვეთა დადასტურებული არ არის.
· მონეტა ლიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს თითოეული შემადგენლობის მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად და
tkt.ge პლატფორმაზე მონეტის
შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77
შეძენილი
მონეტის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა:
info@moneymuseum.nbg.gov.ge,
ფულის მუზეუმის ვებგვერდი: https://moneymuseum.nbg.gov.ge/contact?support=true
სხვა სიახლეები
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
მაი 29, 2026
მეტის ნახვა
დეტალურად
მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნა
მაი 18, 2026
მეტის ნახვა
დეტალურად