საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
მუზეუმი ნუმიზმატიკურ ბონისტიკური კატალოგი
უკან დაბრუნება

ავერსი

100 ლარი. 2016 წელი

რევერსი

100 ლარი. 2016 წელი
100 ლარი. 2016 წელი
100 ლარი. 2016 წელი

100 ლარი. 2016 წელი

განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაში გავიდა 2016 წლის 1 ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ხელმოწერით. ბანკნოტის შემდგომი ემისიები განხორციელდა წინამორბედი ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით 2020 წელს კ.გვენეტაძის ხელმოწერით, ხოლო 2024 წელს - ნ.თურნავას (თანამდებობის მითითების გარეშე) ხელმოწერით.

ძირითადი ფერი: იისფერი

ზომა: 70x142 მმ

წინა მხარე: ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით „შოთა რუსთაველი XII ს“; ილუსტრაცია ვეფხისტყაოსანიდან; პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გვერდი; XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გვერდზე გამოსახული ორნამენტი; ბიბლიური სიუჟეტის ბარელიეფი „დანიელი ლომთა ხაროში“ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან (VII ს).

უკანა მხარე: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; ნაწყვეტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი.

მწარმოებელი: Oberthur Fiduciaire (France)

დიზაინერი: ბაჩა მალაზონია

მეტის ნახვა