"ბაკურიანი 2025“ ვერცხლის საკოლექციო მონეტა
110.00 ₾რეალიზაცია დაიწყება 2025 წლის 10 მარტს 10:00 საათიდან tkt.ge ვებგვერდის მეშვეობით, ასევე, სების საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან.
ავერსი: გამოსახულია მოთხილამურის გამოსახულება და ნომინალის დასახელება „5 ლარი“ (ფერადი დეტალები) დათოვლილი მთის ფონზე. კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ და „ბაკურიანი 2025“, ერთმანეთისგან გამოყოფილი ფიფქებით.
რევერსი: გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო“, “Georgia”, რომელთა შორის დატანილია ფიფქები.
ნომინალი: | 5 ლარი |
შემადგენლობა: | Ag 925 |
წონა: | 15.5 გრ |
დიამეტრი: | 33 მმ |
წიბო: | გლუვი |
ხარისხი: | პრუფი |
გამოშვების წელი: | 2025 |
ტირაჟი: | 5 000 |
დიზაინერი: | "ბაკურიანი 2025" საორგანიზაციო კომიტეტი |
შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
ზარაფხანა: | პოლონეთის
ზარაფხანა |