საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
მაღაზია პროდუქციის კატალოგი მონეტები
უკან დაბრუნება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე (ოქრო)

პროდუქტი მიუწვდომელია ან ლიმიტი ამოიწურა
პროდუქტის დამატება შეუძლებელია
გაიარეთ ავტორიზაცია

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე (ოქრო)

3,250.00 ₾
warning icon

მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 13 ოქტომბრის 10 საათიდან.

2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. 326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეები განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშნველოვანი როლი შეასრულა ეროვნული  თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და  კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას,  მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება. 

ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა. მონეტების დიზაინი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საპატრიარქოსთან თანამშრომლობით  შეიმუშავა. თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.

მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს  წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფო - 1 700", ხოლო ჯვრის ქვემოთ - საიუბილეო ციფრი “1 700” სტილიზებული სახით.

მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ  გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები „საქართველო 2026 GEORGIA “.

წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.

მეტის ნახვა

ნომინალი: 10 ლარი 
შემადგენლობა:        Au 900
წონა: 8.5 გრ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო:გლუვი
ხარისხი:პრუფი
გამოშვების წელი: 2026
ტირაჟი: 3 000
დიზაინერი:

საქართველოს ეროვნული ბანკი

შეფუთვა:

კაფსულა და კოლოფი სერტიფიკატით, რომელიც შეიცავს QR კოდს

ზარაფხანა:
პოლონეთის ზარაფხანა (Mennica Polska)