"ხელბურთი 2026" ვერცხლის საკოლექციო მონეტა
200.00 ₾რეალიზაცია დაიწყება 2026 წლის 12 იანვრის 10:00 საათიდან
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივის გათვალისწინებით და ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მოვლენას 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უძღვნის. მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.
ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ლოგოს დეტალები - ორნამენტის სახით შესრულებული ჯიქის გამოსახულება (რომელიც ბურთს ეხება) საქართველოს დროშის ფონზე (დროშის დეტალები წითელ ფერშია წარმოდგენილი). მონეტის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულია მონეტის ნომინალური ღირებულება, ხოლო კიდეზე, წრიულად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილე“ და „1956-2026“.
რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კარში გატანილი ბურთის
რელიეფური გამოსახულება, რომელზეც დატანილია საქართველოს ხელბურთის ასოციაციის ლოგოს
დეტალის ცისარტყელასებრი გამოსახულება, მის ქვემოთ დატანილია წარწერები „EHF EURO
2026“, ხოლო ზემოთ - „საქართველო“ და „Georgia“, რომელთა შორის ვარსკვლავია გამოსახული.
კიდეზე, წრიულად განთავსებულია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „GEORGIAN
HANDBALL NATIONAL TEAM AT EURO 2026“ და „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები
ევრო 2026 ჩემპიონატზე“.
| ნომინალი: | 1 ლარი |
| შემადგენლობა: | Ag 925 |
| წონა: | 20 გრ |
| დიამეტრი: | 33 მმ |
| წიბო: | გლუვი |
| ხარისხი: | პრუფი |
| გამოშვების წელი: | 2026 |
| ტირაჟი: | 3 000 |
| დიზაინერი: | გიორგი ჟღენტი - საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია |
| შეფუთვა: | გუმბათის ფორმის კაფსულა და კოლოფი სერტიფიკატით, რომელიც შეიცავს QR კოდს. |
| შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
| ზარაფხანა: | ყაზახეთის ზარაფხანა (Kazakhstan Mint) |