მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისადმი მიძღვნილი ოქროს საკოლექციო მონეტა
ავერსი: გამოსახულია
ბორჯღალი (უძველესი მარადისობისა და მზის სიმბოლო შვიდი
ქიმითა და სიცოცხლის ხით), მონეტის დამზადების თარიღი 1995 წელი, ასევე
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „500“ და წარწერა „ლარი“, “LARI”. კიდეზე წრიულად
გასდევს წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“, “REPUBLIC OF GEORGIA”.
რევერსი: მონეტის რევერსზე გამოსახულია ანტიფაშისტური კოალიციის მეთაურების, სტალინის, რუზველტის, ჩერჩილისა და დე გოლის ბარელიეფები. ქვემოთ წარწერაა „1945“ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წელი. კიდეზე წრიულად გასდევს წარწერები: STALINE – ROOSEVELT- CHURCHILL – DE GAULLE”.
წიბოზე თითოეულ
მონეტას გასდევს უნიკალური ნომერი 0001/2000 დან 2000/2000 მდე.
| ნომინალი: | 500 ლარი |
| შემადგენლობა: | Au 920 |
| წონა: | 17 გრ |
| დიამეტრი: | 31 მმ |
| წიბო: | გლუვი |
| ხარისხი: | პრუფი |
| გამოშვების წელი: | 1995 |
| ტირაჟი: | 2 000 ცალი |
| დიზაინერი: | ნოდარ მალაზონია |
| შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
| ზარაფხანა: | პარიზის ზარაფხანა (საფრანგეთი) |