საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
მაღაზია პროდუქციის კატალოგი მონეტები
უკან დაბრუნება
"ბაგრატ III" ვერცხლის საკოლექციო მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"

პროდუქტი მიუწვდომელია ან ლიმიტი ამოიწურა
პროდუქტის დამატება შეუძლებელია
გაიარეთ ავტორიზაცია

"ბაგრატ III" ვერცხლის საკოლექციო მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"

მარაგი ამოწურულია

"საქართველოს მეფეების" საკოლექციო მონეტების სერიისათვის შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის. სერია ხაზს უსვამს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ, თუ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის განვითარების ხაზი. აღნიშნული სერიის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ბაგრატ მესამის თემაზე ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტები. მათი დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ბაგრატ მესამეს ფიგურა ეკლესიის მოდელით ხელში, რომლის გამოსახულება შემორჩენილია ბედიის ტაძარში. მარცხენა ნაწილში გამოსახულია ბედიის ბარძიმი, რომელიც მეფე ბაგრატ მესამემ და მისმა დედამ გურანდუხტ დედოფალმა მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს შესწირეს (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი მოოქროვილია). მეფის სამოსზე გამოყენებულია XI ს-ის ქართული ქსოვილის ნიმუშები. ასევე, გამოსახულია ძვირფასი თვლები, ყველა თვალზე საჭედურებით. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ბაგრატ მესამე“ და მისი მეფობის წლები „975 – 1014“.

რევერსი:  მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ბაგრატ მესამეს გვირგვინის გამოსახულება, რომელიც აღებულია ბედიის ტაძრის ფრესკიდან. რევერსზე დატანილია წელი „2023“, ხოლო წრიულად - წარწერები: „5 ლარი“, „საქართველო“,  „GEORGIA”, რომელთა შორის გამოსახულია ბედიის ტაძრის ორნამენტები.

მეტის ნახვა

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 17 გრ
დიამეტრი: 34 მმ
წიბო:გლუვი
ხარისხი:პრუფი
გამოშვების წელი: 2023
ტირაჟი: 4 500
დიზაინერი:

მარიამ ჩაჩანიძე

შორენა ჩაჩანიძე

შეფუთვა: კაფსულა და კოლოფი
ზარაფხანა:
პოლონეთის ზარაფხანა