საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
მაღაზია პროდუქციის კატალოგი მონეტები
უკან დაბრუნება
"ბაქო-თბილისი-ჯეიხანი" ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა
"ბაქო-თბილისი-ჯეიხანი" ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა
"ბაქო-თბილისი-ჯეიხანი" ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა
"ბაქო-თბილისი-ჯეიხანი" ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა
პროდუქტი მიუწვდომელია ან ლიმიტი ამოიწურა
პროდუქტის დამატება შეუძლებელია
გაიარეთ ავტორიზაცია

"ბაქო-თბილისი-ჯეიხანი" ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა

10.65 ₾
მარაგი ამოწურულია

ავერსი:  მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია რეგიონის გეოგრაფიული რუკა. ზღვა – სარკისებური ზედაპირით; ხმელეთი – კონტინენტი – ფაქტურული ზედაპირით; საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის ტერიტორიები – მქრქალი ზედაპირით. მათი ტერიტორიები გამოყოფილია საზღვრებით. ქალაქები: ბაქო, თბილისი და ჯეიჰანი გამოსახულია რელიეფური წრეებით. მონეტაზე ნავთობსადენის მარშრუტი დატანილია ამობურცული რელიეფით. კომპოზიციის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია ქართულ-ინგლისური წარწერა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" და „BAKU-TBILISI-CEYHAN" მათი შეერთების წერტილები აღნიშნულია ორი მცირე წრით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ნომინალი „3" და ქართულ-ინგლისური წარწერა: „ლარი" და “LARI".

რევერსი: მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია სამი ნავთობჭაბურღილი, რომლებიც მდებარეობს კასპიის ზღვის ზედაპირზე გამავალ პლატფორმაზე. ზღვა გამოსახულია სიმბოლურად – კლაკნილი ხაზებით. ფონზე ორი განსხვავებული ზედაპირის (სარკისებური და ფაქტურული) საშუალებით გამოსახულია ამომავალი მზის კომპოზიცია. ფაქტურულ ზედაპირზე ამოტვიფრულია მონეტის მოჭრის თარიღის აღმნიშვნელი წარწერა – „2006". კომპოზიციის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია ქართულ–ინგლისური წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკი" და "NATIONAL BANK OF GEORGIA". მათი შეერთების წერტილი აღნიშნულია მცირე წრით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია პროექტის აბრევიატურა „BTC"  (ინგლისურად) და ფრთის სიმბოლური ორნამენტი.

წიბოზე დატანილია ქართულ-ინგლისური წარწერა „ საქართველო“ “GEORGIA”, მათ შორის გამოსახულია ვარსკვლავები.

მეტის ნახვა

ნომინალი: 3 ლარი
შემადგენლობა: ნოიზილბერი
წონა: 12.8 გრ
დიამეტრი: 31 მმ
წიბო:გლუვი
ხარისხი:პრუფი
გამოშვების წელი: 2006
ტირაჟი: 3 000
დიზაინერი:

მამუკა გონგაძე

შეფუთვა: კაფსულა
ზარაფხანა:პოლონეთის ზარაფხანა