"ევრო 2024“ ოქროს საკოლექციო მონეტა
2,200.00 ₾მონეტის შეძენა შესაძლებელია სებ-ის საკასო ცენტრში
ავერსი: გამოსახულია მთავარი სიმბოლო - ლოგო. ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო“, რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის (რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს), ისე ფეხბურთელისა (რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად წვლილი შეაქვს საერთო საქმეში) და გულშემატკივრის (რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს) მხრიდან.
რევერსი: გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა, ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.
ნომინალი: | 5 ლარი |
შემადგენლობა: | Au 900 |
წონა: | 8.5 გრ |
დიამეტრი: | 25 მმ |
წიბო: | გლუვი |
ხარისხი: | პრუფი |
გამოშვების წელი: | 2024 |
ტირაჟი: | 1500 |
დიზაინერი: | ფეხბურთის ფედერაცია |
შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
ზარაფხანა: | ლიეტუვის ზარაფხანა |