საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
მაღაზია პროდუქციის კატალოგი მონეტები
უკან დაბრუნება
ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოქროს საკოლექციო მონეტა

პროდუქტი მიუწვდომელია ან ლიმიტი ამოიწურა
პროდუქტის დამატება შეუძლებელია
გაიარეთ ავტორიზაცია

ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოქროს საკოლექციო მონეტა

3,300.00 ₾
warning icon

მონეტის გაყიდვა დროებით შეჩერებულია.

2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი შესრულდა.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX- საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო რეფორმებთან ერთად დაიწყო მუშაობა პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შესაქმნელად, რაც 1995 წელს ლარის შემოღებით დაგვირგვინდა. სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე, ძველი ქართული სამონეტო ტერმინია. 1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარის" ბანკნოტები და მონეტები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენას საკოლექციო დანიშნულების მონეტები მიუძღვნა და 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტები გამოუშვა.

მონეტების დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მათი დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

ავერსი: მარჯვენა მხარეს გამოსახულია  ლარის ბანკნოტებზე დატანილი დამცავი ნიშნები ორნამენტების სახით, მარცხენა მხარეს - სტილიზებული წარწერა „30 წელი“ (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი ფერადია), ხოლო შუა ნაწილში - წარწერა „ქართული ლარი“.

რევერსი: ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის „5“ და ლარის სიმბოლოს „₾“ კომბინაცია,  წარწერა „ხუთი ლარი“,  რომელსაც წრიულად გარს ერტყმის მზის სხივების სიმბოლური გამოსახულების სახით წარმოდგენილი ხაზები. ასევე, დატანილია წარწერები: „საქართველო“, „Georgia”, „1995-2025”, რომელთა შორის გამოსახულია თეთრის მონეტების რევერსზე არსებული დეტალი.

მეტის ნახვა

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 8.5 გრ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო:გლუვი
ხარისხი:პრუფი
გამოშვების წელი: 2025
ტირაჟი: 1500
დიზაინერი:

მარიამ ჩაჩანიძე, შორენა ჩაჩანიძე

შეფუთვა: კაფსულა და კოლოფი
ზარაფხანა:
პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska)