საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ვიზიტი მუზეუმში

ტელეფონი

(995 32) 2 296 604

სამუშაო საათები

ხუთშ - ორშ 10:00 - 17:00 სთ
(შესვენება 13:00-14:00 სთ)

მისამართი

შოთა რუსთაველის ქ. 10
საქართველო, 4800 ყვარელი

სასარგებლო ინფორმაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი 2001 წელს დაარსდა, 2012 წლის 29 ნოემბრიდან კი ახალ მისამართზე, ქალაქ ყვარელში, შოთა რუსთაველის N10 განთავსდა. ფულის მუზეუმი სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც არა მარტო პოპულარიზაციას უწევს ქართული ფულის ეროვნულ მემკვიდრეობას, არამედ შეუზღუდავად აწვდის ნუმიზმატიკითა და ბონისტიკით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან ინფორმაციას აღნიშნულ სფეროებში ეროვნული და მსოფლიო მიღწევების შესახებ. მუზეუმში რეგულარულად იმართება საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები და ეწყობა საექსკურსიო ტურები ახალგაზრდა თაობისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში სრულყოფილადაა გამოფენილი საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს ეროვნულ ვალუტას - ლარს. წარმოდგენილია 1995 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ემისიის ბანკნოტის ნიმუშები, ქართული ლარისა და თეთრის მონეტები, ფულის ბეჭდვის დროს გამოყენებული ორიგინალი მასალები.

image