„ბაკურიანი 2025“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია იწყება
მარ 07, 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი
2025“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს.
მონეტების რეალიზაცია 2025 წლის 10 მარტს 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით:
- www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. Tkt.ge=ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაში სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
- მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი;
- დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი);
- ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი).
სალაროში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
იმისათვის, რომ მონეტის
შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში მონეტა ლიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად და
მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.
მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა.
TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია
სხვა სიახლეები
„ევრო 2024“ საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით
მარ 28, 2025
მეტის ნახვა
დეტალურად
TKT.GE პლატფორმაზე შეძენილი "ევრო 2024" საკოლექციო მონეტის მიწოდების ვადა
მარ 26, 2025
მეტის ნახვა
დეტალურად