|
სიახლე
2012-05-24 10:55:25
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდები გამოუშვა
დამზადებულია მსოფლიოში აღიარებულ ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდების დამამზადებელ კომპანია "PAMP"–ში. საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდი წარმოადგენს, უმაღლესი 999,9 სინჯის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური შეფუთვის მქონე ოქროს. მასზე დატანილია სინჯის დამადასტურებელი დამღა, მწარმოებლის ბეჭდის ანაბეჭდი, ინგლისური წარწერა "NATIONAL BANK OF GEORGIA", წონა ტროინაულ უნციებსა და გრამებში, ასევე სერიული ნომერი.
სტანდარტიზებული ოქროს ზოდი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის ყველა მოთხოვნას და არის შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მიმოქცევადი ოქროს ზოდების იდენტური. |