სიახლე 
2017-10-10 14:41:00
ქართული ვაზისადმი მიძღვნილი საკოლექციო 5-ლარიანი ვერცხლის მონეტის ტირაჟი ამოწურულია

 

2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო  პირველ საპატიო სტუმარად წარსდგა.

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართული ვაზის თემატიკაზე საკოლექციო დანიშნულების 5ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა და მისი რეალიზაცია 2017 წლის 7ივლისიდან დაიწყო.

მონეტის შეძენა შესაძლებელი იყო, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. 2017 წლის 10 ოქტომბერს ქართული ვაზის თემაზე გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტი სრული ტირაჟი ამოიწურა.

 

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძე გახდა. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში მოიჭრა. 

მონეტის ნომინალი: 5 ლარი 
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.50 გრ 
დიამეტრი: 33.00 მმ 
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა1500 ცალი

დამატებითი ინფორმაციისთვის