სიახლე 
2023-08-18 18:15:15
საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ დროისათვის დარჩენილია წინასწარ შეკვეთილი (ე.წ. „პრე-ორდერი“) გარკვეული რაოდენობის საკოლექციო მონეტები, რომელთა რეალიზაცია ვერ მოხდა მომხმარებელთა მხრიდან წინასწარი შეკვეთების შესახებ დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო.

ამ ეტაპზე, ასეთი სახის  სარეალიზაციო მონეტებს განეკუთვნება: ევრობასკეტი 2022-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა (ფასი - 70 ლარი). ასევე, „საქართველოს მეფეების“ სერიიდან შემდეგი საკოლექციო მონეტები: ვახტანგ გორგასლის თემაზე ვერცხლის (ფასი - 90 ლარი) და ოქროს (ფასი - 1,380 ლარი) მონეტები და გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ვერცხლის (88 ლარი) და ოქროს მონეტები (ფასი - 1,370 ლარი).

აღნიშნული საკოლექციო მონეტების შეძენა შესაძლებელია ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა  (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72) და ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.