|
2021 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტი
25.1
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“; გაზეთ „ივერია“-ს გამომცემლობა; ილიას მიერ გამოცემული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, გაზეთი „ივერია“, ილიას ხელმოწერა და მისი პირადი ნივთები – ლუპა, საათი, კალამი და სამელნე; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“, "NATIONAL BANK OF GEORGIA’’, "ოცი ლარი“ , "TWENTY LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2016“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
რევერსი: ძველი თბილისის პანორამა; ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შესრულებული XVIII საუკუნის თბილისის გეგმა; დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი;
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“, ,,NATIONAL BANK OF GEORGIA’’, „ოცი ლარი“.