|
2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი 20 ლარის ნომინალის ოქროს საკოლექციო მონეტა
882.97
ნომინალი: 20 ლარი
წონა: 8.5 გრამი
შემადგენლობა: AU 900
დიამეტრი: 25 მმ
ხარისხი: ფრუფი
გამოშვებულია: 1000 ცალი
გამოშვების წელი: 2008
მონეტის დიზაინერი: მამუკა გონგაძე
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წელს პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი 20 ლარის ნომინალის ოქროსა და ვეცხლის სამახსოვრო მონეტები – "ოლიმპიადა. პეკინი 2008" გამოუშვა. მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტის მთლიანი კომპოზიცია წარმოადგენს ძველი ელინური ოლიმპიური თამაშებისა და თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობების ერთობას.
ავერსი: მონეტის ცენტრში გამოსახულია კომპოზიცია, რომელიც შედგენილია ცეცხლის(ოლიმპიური) ალის კონტურული ნახაზით, როგორც ძველი ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო და ძველი ბერძნული გრაფიკული გამოსახულებით–ორი მორბენალი სპორტსმენი. მონეტის ზედა რკალის გასწვრივ განთავსებულია წარწერა "საქართველო". ავერსზე ასევე ამოტვიფრულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა. განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 20 და შესაბამისაი წარწერა "ლარი". მონეტას ქვედა რკალის გასწვრივ გასდევს ოლიმპიური მოძრაობის დევიზი ლათინურ ენაზე: "Citius,Altius,Fortius"
რევერსი: მონეტის რევერსზე გამოსახულია ცეცხლის (ოლიმპიური) ალი და პეკინის ახალი უნიკალური ოლიმპიური სტადიონის კოლაჟი. მონეტის ზედა ნაწილში განთავსებულია ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის დასახელება: "პეკინი", ხოლო ქვედა ნაწილში მოთავსებულია მონეტის მოჭრის თარიღი.