სიახლე 
2023-01-16 10:26:32
დაიწყო ვახტანგ გორგასლის თემაზე საკოლექციო ოქროს მონეტების რეალიზაცია თავისუფალ რეჟიმში
მონეტების შეძენა შესაძლებელია, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10. ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00) სალაროებში.

თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.