სიახლე 
2024-01-08 10:00:00
საქართველოს ეროვნული ბანკიდან პროდუქციის შეძენის პირობები

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან და ყვარლის ფულის მუზეუმიდან პროდუქციის შეძენის მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

-  15,000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

-  15,000 ლარს ზემოთ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

-  პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს შესაბამისი კითხვარი* (კითხვარი ივსება პროდუქციის ყიდვის პროცესში, ადგილზე) და ხელმოწერით დაადასტუროს დაფიქსირებული ინფორმაციის სისწორე.

 

*კითხვარი შემუშავებულია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF)  მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად.