|
"გიორგი ბრწყინვალე" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
1370
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Au900 წონა: 8.5 გრ დიამეტრი: 25 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი გამოშვების წელი: 2023 მოჭრის რაოდენობა: 1200 ცალი დიზაინერი: შმაგი ბურდული ზარაფხანა: ლიეტუვის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი - გრაგნილი, რომელზე „ძეგლის დადების“ დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა „გიორგი ბრწყინვალე“ და მისი მეფობის წლები „1299 – 1346“.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, ასევე, „საქართველო“, „2023“, „GEORGIA”, რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან.