|
"ფარნავაზ I" საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
100
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 17 გრ დიამეტრი: 34 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი გამოშვების წელი: 2023 მოჭრის რაოდენობა: 4500 ცალი დიზაინერი: მარიამ რუსიშვილი (ავერსი), გიორგი (გენადი) გეგელია (რევერსი) ზარაფხანა: პოლონეთის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
|
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ფარნავაზ პირველის გამოსახულება გრაგნილით (ვერცხლის მონეტაზე ეს დეტალი მოოქროვილია) ხელში და მეფის სახელწოდების აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერით, რომელიც აღებულია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის მიერ შექმნილი ბარელიეფიდან. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ფარნავაზ I“, მისი მეფობის ეპოქა „ძვ.წ. IV-IIIსს“ და ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“ ფარნავაზ პირველის შესახებ: „ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“, რომელთა შორის გამოსახულია ქართული ხელნაწერის ორნამენტის ფრაგმენტი.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარნავაზ პირველის ანბანის გამოსახულებით შექმნილი გვირგვინი. რევერსზე დატანილია ნომინალი „5 ლარი“, ხოლო წრიულად - წარწერები: „საქართველო“, „GEORGIA”, „2023“.