სიახლე 
ვახტანგ გორგასალის თემაზე (სერიიდან „საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე. გამოშვების თარიღი და რეალიზაციის პირობები გამოქვეყნდება წინასწარ, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფულის მუზეუმის ვებ-გვერდებზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ფეისბუქ გვერდზე. იმ მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარი შეკვეთა აქვთ განხორციელებული აღნიშნულ მონეტებზე, დამატებით, გაეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია მონეტის მიღების თაობაზე მათ მიერ ინტერნეტ მაღაზიაში რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.